მთავრობის სხდომა

მთავრობის პირველი სხდომა დასრულდა

ახალი მთავრობის პირველი სხდომა დასრულდა. პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, სხდომაზე სასწრაფო საკითხებზე ისაუბრეს. 

"ვიმსჯელეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროზე. გვინდა, გაზაფხულიდან დაგეგმარება დავიწყოთ, თუ რა ტექნიკა უნდა შევიძინოთ, რა თანხებია საჭირო . პირველი ეტაპის გეგმა უნდა გავაკეთოთ. ვიმსჯელეთ ჯანდაცვაზეც, პოლისების დარიგებაზე და იმაზე, თუ როგორი ხარისხის უნდა იყოს ეს პოლისები. ვიმსჯელეთ გარემოს დაცვის სამინისტროზე და ყველა სხვა უწყებაზე, რომელიც მოვასწარით", - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა დევნილთა პრობლემების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ეს პრობლემაც უახლოეს მომავალში უნდა გადაიჭრას. 

მთავრობის შემდეგი სხდომა სავარაუდოდ ორშაბათს გაიმართება. 

კომენტარები