ნობელის პრემია

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ევროკავშირს გადაეცა

2012 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ევროკავშირს მიენიჭა. ნობელის კომიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, ევროკავშირს პრემია გადაეცა ევროპაში ექვსი ათეული წლის განმავლობაში მშვიდობის, დემოკრატიული წინსვლისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობისათვის. მათი თქმით, ევროპის კავშირმა კონტინენტზე მდგომარეობის სტაბილიზაციასა და ახალი ომების თავიდან აცილებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

როგორც პრემიიის კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის არსებობა საწინდარია იმისა, რომ ევროპა “ომის“ კონტინენტიდან “მშვიდობის” კონტინენტად გადაიქცა.

ნობელის კომიტეტმა უკვე გამოაცხადა ლაურეატები მედიცინის, ქიმიის, ფიზიკის, ლიტერატურის დარგში. დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს, პრემიის დამფუძნებლის ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს გაიმართება.

 

კომენტარები