არჩევნები 2012

კოალიცია ქართული ოცნება ზუგდიდში არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს

კოალიცია ქართულმა ოცნებამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა ზუგდიდის N67 საარჩევნო ოლქში მიღებული არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ.
”ჩვენ მთლიანად მოვითხოვთ ზუგდიდის ოლქის ყველა უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილობას და ამავდროულად ზუგდიდის საოლქო კომისიის უკანონო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც იგივე უბნების ბათილობაზე გვითხრა უარი”, – განაცხადა ირაკლი კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, ზუგდიდის ოლქის ყველა უბანზე არჩევნები  ტოტალური გაყალბების ფონზე ჩატარდა. 

კომენტარები