არჩევნები 2012

ცესკოს წინასწარი მონაცემები: ქართული ოცნება - 83 მანდატი, ნაციონალური მოძრაობა - 67

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2012 წლის 1 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამება დაასრულა. 3,766 უბნიდან დათვლილია ყველა უბნის მონაცემი. ცვლილებები შეიძლება მოხდეს მხოლოდ გასაჩივრების პროცედურების შედეგად.
ბიძინა ივანიშვილის კოალიცია ქართულმა ოცნებამ, 1,184,588 ხმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 54.9 %-ს შეადგენს, ნაციონალურმა მოძრაობამ კი - 872,336 ხმა ანუ 40.4 %. 
ეს იმას ნიშნავს, რომ პროპორციული წესით ქართულ ოცნებას 150 მანდატიან პარლამენტში  44 დეპუტატი, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას 33 გაჰყავს. 
მაჟორიტარული წესით კი ქართულ ოცნებას 39 დეპუტატი ეყოლება, ნაციონალურ მოძრაობას კი - 34.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით საქართველოს პარლამენტში ქართულ ოცნება 83, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას 67 დეპუტატი ეყოლება.  

კომენტარები