არჩევნები 2012

აშშ-ის წარმომადგელობითი პალატის სპიკერი საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას ეხმიანება

აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა ჯონ ბეინერმა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ განცხადება გაავრცელა.

„ ვულოცავ ქართველ ხალხს თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და ვურჩევ ეს დემოკრატიული მიღწევა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემით გაამყარონ. 

ვულოცავ ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვებას და მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ სააკაშვილს იმ როლისთვის რომელიც მან ითამაშა საქართველოში დემოკრატიის ხელშეწყობის კუთხით. გამოვხატავ პატივისცემას პრეზიდენტ სააკაშვილის მინისტრთა კაბინეტის მიმართ, რომლებიც ახლა თავიანთ პოზიციებს ტოვებენ, როგორც ეს კონსტიტუციაშია გაწერილი. ასევე მათ მიმართ, ვინც ამ პოსტებს დაიკავებს. 

თანამოქალაქეთა შორის თანამშრომლობა და კონსტიტუციის პატივისცემა კრიტიკულია ქმედით დემოკრატიაში. განსაკუთრებით ძალაუფლების გადაცემისას. ყველაზე მწვავე უთანხმოების პირობებშიც კი მნიშვნელოვანია, რომ მან ვინც იღებს ძალაუფლებას, აღიაროს და პატივი სცენ მას, ვინც ძალაუფლებას გადასცემს. დემოკრატიის ქმედითობის ნამდვილი ნიშანი ერთი კონკრეტული არჩევნების შედეგი კი არ არის, არამედ ერის წარმატება კანონის უზენაობის შენარჩუნებაში, ადამიანის ღირსების პატივისცემაში და ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაში.

"ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც სხვაგან, საერთაშორისო საზოგადოებაში, პრეზიდენტი სააკაშვილი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლადაა აღიარებული მისი შესანიშნავი მიღწევების გამო საქართველოში. მე მინდა საუკეთესო ვუსურვო მას, მათ, ვინც მასთან ერთად ემსახურებოდა საქართველოს. ასევე მათ ვინც მომავალში მოემსახურება“

სააკაშვილი პირველი უცხოელი ლიდერი იყო რომელსაც ბეინნერი წარმომადგენლობითი პალატის სპიკერად არჩევის შემდეგ შეხვდა. ბეინერი სააკაშვილს კონგრესში ორჯერ შეხვდა, 2011 წლის იანვარში და 2012 წლის თებერვალში.

კომენტარები