არჩევნები 2012

ცესკოს ორი უბნის მონაცემები დარჩა დასათვლელი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის უახლესი მონაცემების მიხედვით, ამ ეტაპზე დათვლილია ხმების 99,95%, რის შედეგადაც ბლოკს ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნება 54,87% აქვს, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას – 40,4%.

გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებას - 2,04%, ხოლო შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტულ პარტიას ხმათა 1,24% აქვს მიღებული. ყველა სხვა დანარჩენი საარჩევნო სუბიექტის შედეგი 1%-ზე დაბალია.

ამ დროისათვის დათვლილია 3764 უბანი, მათ შორის 70 სპეცუბანი, დასათვლელი დარჩა ორი უბნის მონაცემები.

 

კომენტარები