არჩევნები 2012

ცესკო: ხმების 97 პროცენტი დათვლილია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროპორციული არჩევნების წინასწარი მონაცემების ახალი შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვით, ხმათა 97.03%-ის დათვლის შემდეგ ბლოკს ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება 55% აქვს, ხოლო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 40,27%.

ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას ხმათა 2,04% აქვს, ხოლო ლეიბორისტულ პარტიას 1,24%. ყველა სხვა დანარჩენი საარჩევნო სუბიექტი 1%-ის ქვემოთაა.

ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დათვლილია სულ 3654 უბანი.

 

კომენტარები