არჩევნები 2012

მედვედევი: ქართულ პოლიტიკურ ძალებთან კონტაქტებს ყოველთვის ვინარჩუნებდით

ინფორმაცია საქართველოში არჩევნების შედეგების შესახებ მოწმობს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას ცვლილებები სურს, - განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა. რია-ნოვოსტის ცნობით, ასეთი პასუხი გასცა მან კითხვას იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს საქართველოში არჩევნებში ოპოზიციური პარტიის გამარჯვებაზე.

„თუ ეს შედეგები რეალობად იქცევა, საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი უფრო მრავალფეროვანი გახდება. ამას მხოლოდ მივესალმები. რადგან, სავარაუდოდ, ეს ნიშნავს, რომ პარლამენტში უფრო კონსტრუქციული და პასუხისმგებლობის მქონე ძალები შევლენ“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, რუსეთის მმართველი პარტია ედინაია როსია მზადაა დიალოგისთვის ახალ მთავრობასთან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მომავალზე. „ედინაია როსია საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან კონტაქტებს ყოველთვის ინარჩუნებდა“ - განაცხადა მედვედევმა.

 

კომენტარები