არჩევნები 2012

რიჩარდ ნორლანდი: აშშ ორივე მხარეს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ ეს არჩევნები ნამდვილად გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს ელჩმა საქართველოში როჩარდ ნორლანდმა განაცხადა.

მისი თქმით, იგი მიესალმება ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის მოხსენებას და აღნიშნა, რომ დაელდოება არჩევნების დასკვნით შეფასებას, რომელსაც დამკვირვებლები ხმების დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

„გვინდა მივულოცოთ ქართველ ხალხს წარმატებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმულ ნაბიჯი დემოკრატიის განვითარების გაზაზე. მიგვაჩნია, რომ გუშინდელი არჩევნები იყო ქართველ ხალხის გამარჯვება,“ - განაცხადა ელჩმა.

მის თქმით, ამ არჩევნებში თანაბარი ძალის პოლიტიკური სუბიექტები მონაწილებდნენ და არჩევნების შემდეგ „პარლამენტის სრულიად ახალ კონფიგურაცია და პოლიტიკურ სივრცეში ძალთა სრულიად ახალ გადანაწილება მივიღეთ“.

ნორლანდმა აღნიშნა, რომ აშშ მოუთმენლად ელის მჭიდრო თანამშრომლობას ახალ პარლამენტსა და ახალ მთავრობასთან რაც „უფრო გააღრმავებს ისედაც ძლიერ ორმხრივ ურთიერთობას აშშ-სა და საქართველოს შორის“.

„ვულოცავთ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მისი ხელმძვანელობით დემოკრატიის გზაზე საქართველომ კიდევ ერთო ნაბიჯი გადადგა. ასევე გვინდა მივულოცოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მისი კოალიციის წარმატება საპარლამენტო არჩევნებში. შეერთებული შტატები მოუწოდებს ორივე მხარეს, ითანამშრომლონ საქართველოს უკეთესი მომავლის მშენებლობისათვის“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

 

კომენტარები