არჩევნები 2012

ცესკოს ახალი მონაცემები 1096 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დროისათვის არსებული პროპორციული არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემების მიხედვით, საარჩევნო ბლოკს ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება ხმათა 53,11% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კი 41, 57%.

ამ დროის მონაცემებით კვლავ საარჩევნო ბარიერს მიღმა რჩება ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, რომელსაც ხმათა 2,38% აქვს. 0,52% აქვს ახალ მემარჯვენეებს, ხოლო შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტიას 1,31%.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისათვის დათვლილია 1096 უბნის შედეგი, რაც ამომრჩეველთა 29.1%-ს შეადგენს.

 

კომენტარები