არჩევნები 2012

დავით საგანელიძე: ოპტიმისტური გათვლებით კოალიცია პარლამენტში 97 ადგილს მიიღებს

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებით, კოალიცია მომავალ პარლამენტში ოპტიმისტური გათვლებით 97, ხოლო პესიმისტური გათვლებით 90-91 ადგილს მიიღებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე საგანელიძემ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ქართულ ოცნებას დათვლილი ოქმების 93 პროცენტი აქვს მოპოვებული, რომლის მიხედვით, მაჟორიტარულ არჩევნებში კოალიცია 47 მანდატს იღებს, ხოლო პროპორციული სისტემით 63%-ს.

დავით საგანელიძემ სადავო ოლქების შესახებაც ისაუბრა. ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვენელის თქმით, ასეთი ქედას, დედოფლისწყაროს, ყვარლის, ხაშურისა და წყალტუბოს ოლქებია. მისივე თქმით, არსებობს ისეთი ფაქტები, რომლის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა, ზუგდიდში არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდეს.

 

კომენტარები