არჩევნები 2012

შიდა ქართლის რამდენიმე უბანზე შესაძლოა არჩევნების შედეგები გაუქმდეს

შიდა ქართლის საარჩევნო ოლქების რამდენიმე უბანზე შესაძლოა არჩევნების შედეგები გაუქმდეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომრის, ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, შედეგები შესაძლოა ხაშურის, გორის და ქარელის რამდენიმე საარჩევნო უბანზე გაუქმდეს.

ხარატიშვილის თქმით, აღნიშნულ უბნებთან დაკავშირებით საკითხის შესწავლა მიმდინარეობს. შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას დღის განმავლობაში მიიღებს.

 

კომენტარები