არჩევნები 2012

ივანიშვილი: 1000-ზე მეტი ქალბატონი ჰყავთ დაქირავებული ჩემზე ჭორების გასავრცელებლად

 "ხელისუფლებას 1000-ზე მეტი ქალბატონი ჰყავს დაქირავებული, რომლებიც ავტობუსებში ჩემზე ჭორებს ავრცელებენ," განაცხადა ივანიშვილმა სასტუმრო "რედისონში" "პრესის ასოციაციის" მიერ ორგანიზებულ მედია-საშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო პირველი ავრცელებს.

"რაც მე მითხრეს, ხელისუფლებას ავტობუსებში 1000-ზე მეტი ქალბატონი ჰყავს დაქირავებული. ისინი ადიან ავტობუსებში და ამბობენ, "დედა, დედა, გაიგე, ივანიშვილი თურემე სომხების გასახლება სდომებია, ქურდების ჩამოყვანა უნდა და ა.შ. ავრცელებენ ჭორებს. არ ვიცი, ამაზე სერიოზულად როგორ ვუპასუხო, როგორ დავარწმუნო საქართველოს მოქალაქეები, რომ მე ქურდული სამყაროს წევრი არ ვარ. მე მგონი, ამაზე საუბარი არასერიოზულია", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები