რუსული კანონი

ფარულავა: მამაჩემს ჩემი ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ – ის ახლა რეანიმაციაშია

511 08 93 08 - ეს არის კონკრეტული ნომერი, საიდანაც მამაჩემს ურეკავდნენ და შვილის, ჩემი ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდნენ. ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ შეძლეს, მაგრამ მამაჩემის ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ის ახლა რეანიმაციაშია. 

სწორედ ეს არის რუსული სტილის, საბჭოთა წითელი ტერორი, რომელსაც მხოლოდ იმის გამო მიმართავენ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. არ ვიცი, ეს ადამიანები სად დაიბადნენ და გაიზარდნენ - ან რა დამოკიდებულებაა, ასაკოვან ადამიანს დილის 5 საათზე დაურეკო და ერთადერთი ბიჭის განადგურებით დაემუქრო. ყველა დამნაშავე აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე. მე ამას ვპირდები და შემიძლია, ფიცი დავდო. სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, ყველა ამ პირს კანონის წინაშე დავსჯით. 

თქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლაშა ფარულავამ. 

კომენტარები