ოჯახის წევრის მკვლელობა

ქმართან დაშორებას ოჯახის ღირსების შელახვად თვლიდა – დის მკვლელობაზე პირს ბრალი წარედგინა

პროკურატურამ გარდაბანში, დის განზრახ მკვლელობისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა, ასევე დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა. აღნიშნულის გამო, 16 მაისს  ბრალდებულმა, გარდაბანში, დას ჯერ მანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ქალი ადგილზე დაიღუპა". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ)წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

16 მაისს, სამართალდამცველებმა 2001 წელს დაბადებული ნ.ი. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავეს.

კომენტარები