22 წლის ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი, აგვისტოს თვეში ამერიკის ღია პირველობაზე ასპარეზობდა. ანამ სამი მოწინააღმდეგეს დამარცხება მოახერხა და მერვედფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანთან, ბელორუს ვიქტორია აზარენკასთან დამარცხდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ტატიშვილის წარმატებული გამოსვლა მის რეიტინგზეც აისახა და შედეგად, ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 52-ე ჩოგანია. შეგახსენებთ, რომ აქამდე ანა 67-ე ადგილს იკავებდა.
აშშ-ს ღია პირველობაზე ანა ტატიშვილის მძლეველმა ბელორუსმა ვიკტორია აზარენკამ, ტურნირის ფინალშიც გააღწია, თუმცა სერენა უილიამსთან დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ბელორუსმა შეინარჩუნა რეიტინგში პირველი ადგილი. მეორე პოზიციაზეა რუსი მარია შარაპოვა, ხოლო მესამე ადგილზე კი, პოლონელი აგნიეშკა რადვანსკაა.