ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი: სენატორებს დავპირდით, რომ ხელისუფლებას არჩევნების გზით ჩავანაცვლებთ

ამერიკელ სენატორებს დავპირდით, რომ მოვახერხებთ მიმდინარე პროცესების არჩევნებამდე მიყვანას და დემოკრატიულად ჩავანაცვლებთ ძალადობრივ ხელისუფლებას. ამის შესახებ ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კოალიციის ლიდერებისა და ამერიკელი სენატორების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო და ამერიკელი სენატორები დღევანდელი რეალობითა და ქართული ოცნების პოზიციით დაინტერესდნენ.

”ამერიკელმა სენატორებმა კარგად დაინახეს, რომ რასაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს ჩემზე, სიცრუეა. ჩვენ მათ ძალადობის ფაქტებიც მოვუყევით.” - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა აგრეთვე, განაცხადა, რომ კოალიცია სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაუშვებს და ხელისუფლებას მხოლოდ კანონიერი, მშვიდობიანი გზით შეცვლის.

 

კომენტარები