ივანიშვილი პოლიტიკაში

წულუკიანს სურს, ივანიშვილი პოლიტიკიდან მდგომარეობის დალაგების შემდეგ წავიდეს

https://www.facebook.com

თეა წულუკიანი ისურვებდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური სცენა მხოლოდ მას შემდეგ დატოვოს, როდესაც, პრემიერის თქმით, მდგომარეობა დალაგებული იქნება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისივე თქმით, გარკვეული დრო სჭირდება კოაბიტაციის "მძიმე" პერიოდიდან გამოსვლას და ისეთი სახელმწიფოებრივი სისტემის შექმნას, როდესაც პერსონალიებს მნიშვნელობა აღარ ექნება:

"არ მგონია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღესვე მდგომარეობა დალაგებული იქნეს. დროის გარკვეული პერიოდი იქნება საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ კოაბიტაციის მძიმე პერიოდიდან გამოვიდეთ და შევძლოთ ისეთი სახელმწიფოებრივი სისტემა შევქმნათ, რომ აღარ ჰქონდეს მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი, პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თუ სხვა. ამ ეტაპამდე ცოტა გვიკლია. მყარი საფუძველი ჩაეყარა ოქტომბრიდან თუნდაც ამ სამინისტროში იმას, რომ მომავალში არავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს, ვინ იქნება იუსტიციის მინისტრი, ადეიშვილი, წულუკიანი თუ სხვა. სისტემამ იმისდა მიუხედავად უნდა იმუშაოს, თუ ვინ იქნებიან ხელმძღვანელი პირები", - განაცხადა წულუკიანმა.

 

კომენტარები