ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი დღეს, 10 ოქტომბერს საქართველოში ისრაელის ელჩს იუვალ ფუქსს შეხვდა. ივანიშვილის Facebook-ის გვერდის ინფორმაციით, ელჩმა ქართული ოცნების ლიდერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს.

კოალიციის ლიდერი და იუვალ ფუქსი შეთანხმდნენ, რომ საქართველო–ისრაელის ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და შენარჩუნდეს, ასევე უნდა განვითარდეს ორი ქვეყნის რიგით მოქალაქეებს შორის ურთიერთობა კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტისა და სხვა სფეროებში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნესისა და ვაჭრობის განვითარების აუცილებლობასაც.

 

კომენტარები