ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში უკანასკნელი ქონება გაყიდა

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში თავისი უკანასკნელი ქონება გუშინ ერთ-ერთ ამერიკულ ფონდს მიჰყიდა.

ამის შესახებ ივანიშვილმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ის ბოლო ქონება, რაც რუსეთში მქონდა, გავყიდე და ის ცნობილმა ამერიკულმა ფონდმა იყიდა. ის ილუზიები და სიცრუები, რასაც სააკაშვილი ხატავს, რომ თითქოს კრემლის აგენტი ვარ, ძალიან კარგად დავინახეთ, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე და ასეთი ბევრი სიცრუის ფაქტი გავაცანით სენატორებს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

რუსული მედიის ცნობით, ქართული ოცნების ლიდერის რუსეთში არსებული უკანასკნელი აქტივები ამერიკულმა საინვესტიციო ფონდმა Arco Interbational Group-მა იყიდა და გარიგების თანხამ 180 მილიონი დოლარი შეადგინა.

ბიძინა ივანიშვილის და ამერიკელი სენატორების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრას აშშ–ის სენატის სამკაციანი დელეგაცია სენატორ ჯონ მაკკეინის ხელძღვანელობით და ქართული ოცნების ლიდერები ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები