ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი ჯონ მაკკეინს ხვდება

აშშ–ის სენატის დელეგაცია ჯონ მაკკეინის ხელძღვანელობით ბიძინა ივანიშვილს ხვდება. შეხვედრა კოალიცია ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მასში ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები, ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილიც მონაწილეობენ. შეხვედრას ესწრება საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდიც.

აშშ–ის სენატის სამკაციანი დელეგაცია სენატორ ჯონ მაკკეინის ხელძღვანელობით საქართველოს დღეს, ორდღიანი ვიზიტით ეწვია. დელეგაციაში არიან სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი და სენატორი ლინდსი გრემი.

 

კომენტარები