ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი: დაღუპული სპეცრაზმელებიდან ორი ჩვენი მხარდამჭერი იყო

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ლოპოტას ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ორი სპეცრაზმელი ქართული ოცნების მხარდამჭერი იყო.

”დაღუპული სპეცრაზმელებიდან ორი, წიკლაური და ჩოხელი ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ და ჩემი დაცვის წევრებთან მეგობრობდნენ.” - აღნიშნა კოალიციის ლიდერმა.

ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე აგრეთვე, ისაუბრა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ივანიშვილის თქმით, "ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე მოვლენებისას გარკვეულ ავანტიურას ჰქონდეს ადგილი".

 

კომენტარები