დაძაბულობა საზღვარზე

დაღესტნური წყაროები რუსული ძალების კონცენტრაციის შესახებ

საქართველოს მოსაზღვრე დაღესტანის დიდოს რაიონში 28 აგვისტოს რუსული სამხედრო ძალების კოლონა შევიდა ჯავშანტექნიკის 80 ერთეულის შემადგენლობით. ამის შესახებ ვებ-გვერდი vdagestan.com ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროს ინფორმაციით, სულ რაიონში ამჟამად 700 ერთეულამდე მძიმე ტექნიკა და 10 ათასამდე სამხედრო იმყოფება. 17 სექტემბრამდე კი კიდევ 30 ათასი მოსამსახურის შემოყვანა არის დაგეგმილი.

ვებ-გვერდის ცნობით, სამხედროები ადგილობრივ მოსახლეობას განუმარტავენ, რომ ძალების მობილიზება „საქართველოსგან დასაცავად“ ხდება. წყარო იუწყება, რომ დიდოს რაიონში შემოსული სამხედროები ადგილობრივ მოსახლეობას ძარცვავენ და ავიწროებენ.

 

კომენტარები