დაძაბულობა საზღვარზე

დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე ოპერაციის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება

ტელეკომპანია იმედი საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე დივერსანტების მიერ აყვანილი მძევალთა ჯგუფების გათავისუფლების ოპერაციის შესახებ ახალ დეტალებს ავრცელებს.

იმედის ინფორმაციით, შეიარაღებულმა დივესანტებმა, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით ოცი კაცია, სამი დღის განმავლობაში მძევალთა სამი სხვადასხვა ჯგუფი აიყვანა. ტელეკომპანიის ცნობით, მძევლების ბოლო ჯგუფის გათავისუფლებისას ქართველ სამართალდამცველებს და დივერსანტებს შორის ორმხრივი სროლა გაიმართა, რომლის დროსაც დივერსანტთა ნაწილი განადგურდა. სროლის დაწყებამდე ქართველმა სამართალდამცველებმა დივერსანტებს დანებება შესთავაზეს, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული ოპერაციისას დაჭრილი სამი პიროვნება ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ინტენსიური ბრძოლა დაღესტნის მონაკვეთთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ტაბულასთან საუბარში შსს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა სალომე მახარაძემ შეიარაღებული ჯგუფის დევნის ოპერაციისას ერთი დივერსანტის ლიკვიდაციის ფაქტი დაასასტურა. მისი თქმით, აღნიშნული ოპერაცია დივერსანტების მიერ აყვანილი მძევალთა ჯგუფების გათავისუფლებას უკავშირდება.

 

კომენტარები