დაძაბულობა საზღვარზე

ახმედ უმაროვი: მოჯაჰედების სიკვდილზე პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს არ ეკისრება

Ekhokavkaza-ს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კავკასიის ემირის, დოკუ უმაროვის უფროსი ძმა, ახმედ უმაროვი თბილისში იმყოფება.

ახმედ უმაროვმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ ჩეჩენი მოჯაჰედების სიკვდილზე პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს არ ეკისრება. დოკუ უმაროვის ძმა ლოპოტას ხეობაში მომხდართან დაკავშირებით დამატებითი განმარტების გაკეთებაზე უარს აცხადებს. მისი თქმით, დეტალების გამხელის დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა.

ლოპოტას ხეობაში 28 აგვისტოს დაწყებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ იქნა 11 დივერსანტი. ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, რომელთაგან ორი საქართველოს მოქალაქეა – 1990 წელს დაბადებული ასლან მარგოშვილი და 1986 წელს დაბადებული ბაჰაუდინ ქავთარაშვილი. დანარჩენი 5 პირი კი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან. ამასთან, დაკავებულია შეიარაღებული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, რუსეთის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან - ახმეტ ჩატაევი.

კომენტარები