დაძაბულობა საზღვარზე

ღუდუშაურის კლინიკაში ზურაბ ჭიაბერაშვილი მივიდა

ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მივიდა. მოსალოდნელია, რომ მინისტრი მოგვიანებით დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე დივერსანტების მიერ აყვანილი მძევალთა ჯგუფების გათავისუფლების ოპერაციის დროს დაჭრილათა და დაშავებულთ შესახებ კომენტარსაც გააკეთებს.

საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მიმდინარე ოპერაციის დროს დაჭრილთა რაოდენობისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

გავრცელებული ცნობით, ოპერაციისას დაჭრილი სამი პიროვნება სამხედრო ვერტმფრენით ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

 

კომენტარები