ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი ლენტეხის მოსახლეობას შეხვდა

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ლენტეხის მოსახლეობას შეხვდა. სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში განახორციელებს.

მისი თქმით, მაღალმთიანი რეგიონებისთვის რამდენიმე კანონი იქნება შემოღებული და დაინერგება ,,ნამდვილი ადგილობრივი თვითმმართველობა.’’

,,ცენტრიდან კანონმდებლობით განისაზღვრება მხოლოდ ის ტრანსფერი, რომელიც უნდა გადაეცეს რეგიონს, მათ შორის ლენტეხს. ამის შემდგომ, თქვენ თვითონ, არჩეული თვითმმართველობით განსაზღვრავთ, სად და როგორ უნდა დაიხარჯოს ეს ფული. ეს დამოკიდებულება იქნება რეგიონთან. თქვენ იოლად მოკითხავთ თქვენს მიერ არჩეულ დეპუტატს. თუ თქვენს მიერ არჩეული რომელიმე დეპუტატი ზუსტად ისე არ მოიქცევა, როგორც თქვენ დაავალებთ, უფლება გექნებათ მისი გამოთხოვის. ჩვენ დავაწესებთ კანონს, რომ რეგიონებში მოხდეს დეპუტატების გამოთხოვა, თუ ისინი მოსახლეობას დანაპირებს არ შეუსრულებენ’’ -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ცნობილია, დღესვე იგეგმება კოალიციის ლიდერის შეხვედრა ცაგერის მოსახლეობასთან. 

კომენტარები