ევრობასკეტ 2013-ის შესარჩევი ტურნირის მორიგ მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს თბილისში, ლატვიის ნაკრებთან გამართავს . შეხვედრა სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა D ჯგუფში პირველი ორი მატჩი მოიგო - თბილისში რუმინეთი 80:64, ხოლო ბოსნია გასვლაზე 96:95 დაამარცხა.
D ჯგუფში საქართველო მეორე პოზიციაზეა: ორი თამაშიდან ორი მოგებით მას 4 ქულა აქვს. მასზე წინ ბოსნიის ნაკრებია 5 ქულით. საქართველოს მოსდევს ლატვია და რუმინეთი ორი თამაშიდან სამ-სამი ქულით და ჰოლანდია - სამი თამაშიდან სამი ქულით.




