საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტ 2013-ის შესარჩევ ციკლში, სტუმრად ბოსნია-ჰერცეგოვინას გუნდი დაამარცხა. მატჩში ყველაზე დაძაბული მესამე პერიოდი გამოდგა: მატჩის ბოლო წამებზე ქართველთა შეცდომის შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდის შეტევა დაინიშნა.
პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და, გარკვეული დროით, 20 ქულითაც კი დაწინაურდა. მეორე ტაიმში მოწინააღმდეგე გუნდი გააქტიურდა. მესამე პერიოდში ბოსნიელებმა ანგარიშის 1 ქულამდე შემცირება შეძლეს, თუმცა ბოლო წამებზე მოპოვებული შეტევის უპირატესობა ვერ გამოიყენეს. მატჩი საქართველოს ნაკრებმა მოიგო.
ევროშესარჩევის D ჯგუფში საქართველომ უკვე მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჯვაროსნებმა პირველ ტურში რუმინეთს თბილისის სპორტის სასახლეში 80:64 სძლიეს.
მომდევნო თამაშს საქართველოს ნაკრები 24 აგვისტოს თბილისში, ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.




