ვატიკანი

ამერიკულმა სასამართლომ მღვდელმსახურის სექსუალური დანაშაულის გამო ვატიკანს კომპენსაცია არ დააკისრა

აშშ-ს ორეგონის შტატის სასამართლოში, ვატიკანმა გამარჯვება მოიპოვა. სასამართლომ თქვა, რომ წმინდა საყდარი აუცილებლად არ წარმოადგენს სექსუალურ ძალადობაში მხილებული მღვდლის დამქირავებელს, შესაბამისად, მას არ ეკისრება მსხვერპლისთვის ფინანსური კომპენსაციის გადახდის ვალდებულება.

პროცესი 2002 წელს დაიწყო, როცა პედოფილიაში მხილებული მღვდლების გამო, ვატიკანის გარშემო სკანდალი აგორდა. სიეტლის მკვიდრმა მოსარჩელემ, ადგილობრივი მღვდელი ენდრიუ რონანი, ორმოცდაათი წლის წინ, არასრულწლოვნების პერიოდში, მასზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ამასთან ერთად, მოსარჩელე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ რონანთან ერთად, რომის კათოლიკე ეკლესიის სხვა მღვდელმსახურებიც ვატიკანის თანამშრომლები არიან და წმინდა საყდარს მისი თანამშრომლების დანაშაულების გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

როგორც მოსამართლე მაიკ მოსენმა განაცხადა, სასამართლომ ვერ აღმოაჩინა ფაქტები, რომელიც რონანისა და წმინდა საყდარის შრომით ურთიერთობას ცხადყოფდა.

ორეგონის შტატში გამართული პროცესი დამასრულებელი რგოლი იყო იმ სასამართლო გარჩევებისა აშშ-ში, რომელიც მღვდელმსახურთა მხრიდან სექსუალურ ძალადობას ეხებოდა.

მოსამართლის განცხადებით, თუ ის დაეთანხმებოდა მოსარჩელეს არგუმენტს, რომ ვატიკანი ახორციელებს შეუზღუდავ კონტროლს ყველა მღვდელმსახურზე და მაშასადამე წარმოადგენს დამსაქმებელს, მაშინ, ამ ლოგიკით მსოფლიოს მილიარდზე მეტი კათოლიკე წმინდა საყდრის თანამშრომლად უნდა ჩაეთვალა.

 

კომენტარები