ცვლილებები მთავრობაში

ფინანსთა მინისტრად ალექსადრე ხეთაგური, ენერგეტიკის მინისტრად კი ვახტანგ ბალავაძე დაინიშნა

ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე ხეთაგური, ენერგეტიკის მინისტრად კი ვახტანგ ბალავაძე დაინიშნა. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ოზურგეთში განაცხადა. 

დიმიტრი გვინდაძე ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე 2011 წლის ივნისიდან მუშაობდა. მერაბიშვილის თქმით, გვინდაძეს ახალ თანამდებობაზე რამდენიმე დღეში წარადგენენ. 

მერაბიშვილის თქმით, ხეთაგურის ფინანსთა სამინისტროში გადაყვანა მისი ენერგეტიკის სფეროში განსაკუთრებული წარმატების შემდეგ გადაწყდა. 

კომენტარები