შოუბიზნესი

მადონა მხარს უჭერს Pussy Riot-ს

პანკ-ჯგუფი Pussy Riot-ის წევრებს კიდევ ერთი ვარსკვლავი უთანაგრძნობს. მადონამ რუს მოსამართლეს მოუწოდა არ მიუსაჯოს პატიმრობა პანკ-ჯგუფის წევრებს, რომლებიც პუტინის საწინააღმდეგო აქციის გამო დააკავეს. 
”ცენზურის წინააღმდეგი ვარ და იმედი მაქვს, რომ მოსამართლე მათ მიმართ ლმობიერი იქნება და ისინი მალე გათავისუფლდებიან” - ციტირებს ვარსკვალვს Huffington Post-ი.
მოგვიანებით, საღამოს მოსკოვში გამართულ კონცერტზე, მადონამ სცენაზე შიშველი ზურგის დემონსტრირება მოახდინა, რომელზეც Pussy Riot ჰქონდა დაწერილი. „ჩემი ოცნებაა, რომ ყველას ჰქონდეს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. არ მინდა უპატივცემულობა გამოვხატო ეკლესიის ან მთავრობის მიმართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ სამმა გოგონამ სიმამაცე გამოიჩინა. ისინი თავისუფლებას იმსახურებენ“, - უთხრა ფანებს მადონამ. Pussy Riot-ის მხარდასაჭერად მომღერალმა ცნობილი ჰიტი Like A Virgin შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ Pussy Riot-ის სამი წევრი უკვე 5 თვეა საპატიმროში იმყოფება. მათ ბრალი ედებათ ხულიგნობაში და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დღეს, მოსკოვის სასამართლო დაკავებულთა საქმეზე მხარეების არგუმენტებს მოისმენს.

კომენტარები