შოუბიზნესი

ლინდსი ლოჰანმა სასამართლოში დადებითი დახასიათება მიიღო

ლინდსი ლოჰანმა მოსამართლისაგან დადებითი დახასიათება მიიღო 22 თებერვალს, ოთხშაბათს, როდესაც მსახიობი კიდევ ერთ მოსმენას ესწრებოდა სასამართლოში. ლოჰანმა სამჯერ შეასრულა საზოგადოებრივი სამუშაო და თერაპიული კურსი გაიარა. მას კიდევ ერთი მოსმენა აქვს 29 მარტს, შემდეგ კი მსახიობს ვალდებულებებისაგან გაათავისუფლებენ.

ადელმა ჯილდოების მორიგი ნაკრები მიიღო “Brit Awards”-ზე - გრემის ბრიტანულ ანალოგზე, სადაც მომღერალი ორი პრიზის მფლობელი გახდა. თუმცა შემსრულებელმა საზოგადოების ყურადღება სცენაზე დგომისას უხამსი ჟესტის - შუა თითის ჩვენებით უფრო მიიპყრო. ამ ჟესტის გამო პროდიუსერებმა შოუდან სამადლობელი სიტყვა, რომელიც მომღერალმა წლის ალბომის პრიზის მიღებისას წარმოქვა, ამოიღეს. ადელმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მას ვინმეს განაწყენება არ სურდა.

ფილ სპექტორის საჩივარი სასამართლომ არ მიიღო. The U.S. Supreme Court-მა უარი თქვა ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერის საქმის განხილვაზე, რომელსაც მკვლელობაში ბრალი ედება. სპექტორმა განაცხადა, რომ დაკითხვისას მისი კონსტიტუციური უფლებები დაირღვა. სპექტორს ბრალი ედება 2003 წელს მსახიობ ლანა კლარქსონის მკვლელობაში.

ჰელენა ბონემ კარტერი დედოფალმა „Commander of the Order of the British Empire“ -ით დააჯილდოვა. მსახიობს, რომელმაც მონარქის მეუღლის როლი განასახიერა ფილმში „მეფის სიტყვა“, პატივი სწორედ ამ დრამაში შექმნილი სახისათვის დასდეს.

 

კომენტარები