შოუბიზნესი

ამერიკელი მუსიკოსი კრის ბრაუნი, გუშინ ფლორიდაში, კონცერტის შემდეგ დააკავეს

ამერიკელი მუსიკოსი, კრის ბრაუნი გუშინ ფლორიდაში, ტურნეს Heartbreak On A Full Moon ფარგლებში გამართული კონცერტის შემდეგ დააკავეს. ამის შესახებ CNN წერს.

პოლიციის ინფორმაციით, მომღერალი შარშან გაცემული ორდერის საფუძველზე აიყვანეს. 2017 წლის 17 აპრილს მუსიკოსმა ფოტოგრაფ ბენი ვაინს სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა. 

მედიის წერს, რომ ბრაუნი დაკავებიდან ერთ საათში, 2,000 აშშ დოლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. 

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს კრისს მისი ყოფილი შეყვარებულის, მომღერალ რიანას ცემისთვის 5 წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.

ბრაუნმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო. გრემის მფლობელმა შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში 30 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა.

კომენტარები