ტაიფუნი

ძლიერი ტაიფუნი ჰონგკონგში

ძლიერი ტაიფუნი - ვისენტის შედეგად, რომელიც გამთენიისას თავს დაატყდა ჰონჰკონგს 129 ადამიანი დაშავდა. ქარის სიძლიერე საათში 140 კილომეტრს აღწევდა, რასაც გადაუღებელი, ძლიერი წვიმა ემატებოდა.

საგანგებოდ გახსნილ 24 საათიან დახმარების ცენტრებს უკვე მიმართა 250 ადამიანმა, სადაც მათ საჭირო დახმარება აღმოუჩინეს. მათგან 72 მოქალაქეს კი სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

 ძლიერმა ქარმა და წვიმამ ჰონკონგის რამდენიმე რაიონი დატბორა,  ასობით ხე გაანადგურა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჰონგკონგში ასეთი სიძლიერის ტაიფუნი არ ახსოვთ. მართალია, ამჟამად ამინდი საფრთხეს აღარ უქმნის მოქალაქეებს, თუმცა სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტაიფუნის განმეორების საშიშროება ისევ არსებობს.

კომენტარები