ტაიფუნი

ფილიპინებზე ტაიფუნს მინიმუმ 208 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებზე ტაიფუნ რაის მინიმუმ 208 ადამიანი ემსხვერპლა, 52 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. BBC-ის ინფორმაციით, სტიქიის გამო 300 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ქარიშხლის სიჩქარე 195 კმ/სთ-ს აღწევს.

ქვეყანაში შიშობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან ტაიფუნის შედეგად წარმოქმნილი მეწყერისა და წყალდიდობის მიერ მიყენებული ზარალი ჯერჯერობით დათვლილი არ არის.

წითელი ჯვრის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის, რიჩარდ გორდონის თქმით, სტიქიამ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ელექტროგაყვანილობის ხაზები დააზიანა და სასმელი წყლის პრობლემაც გამოიწვია.

კომენტარები