ტაიფუნი

ფილიპინებს სუპერ ტაიფუნი უახლოვდება

AFP

ფილიპინებს სუპერ ტაიფუნი უახლოვდება. უკანასკნელ დღეებში წყნარ ოკეანეში შტორმი გაძლიერდა და ქარის სიჩქარე ამჟამად საათში 255 კილომეტრს შეადგენს.

შტორმის დიამეტრი 900 კილომეტს აღწევს და სინოპტიკოსების თქმით ის საფრთხეს 5 მილიონზე მეტ ადამიანს უქმნის.

გადადებულია ფრენები. დაიხურა სკოლები. მობილიზებული არმია და სამაშველო სამსახურები.

ძლიერმა ნალექმა შესაძლოა წყალმოვარდნები და მეწყერი გამოიწვიოს.

ფილიპინების შემდეგ ტაიფუნი სავარაუდოდ ჩინეთს დაატყდება თავს.

კომენტარები