ბათუმი

ბათუმში თოჯინების თეატრის შენობას ამწე დაეცა

ბათუმის თოჯინების თეატრის შენობას ამწე დაეცა, რის შედეგადაც შენობის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა. მსუბუქად დაშავდა სატვირთო ავტომობილის მძღოლი, სხვა დაშავებულები არ არიან.

თვითმხილველების თქმით, ამწე თეატრის მშენებლობაზე ტვირთის დაცლის დროს გადაყირავდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სამსახური და აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი გია აბულაძე. მისი თქმით მომხდარ ფაქტს შესაბამისი სამსახურები და კულტურული მემკვიდრეობის სააგანტო შეისწავლიან.

ბათუმის თოჯინების თეატრის შენობას კულტურის ეროვნული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

კომენტარები