ივანიშვილი პოლიტიკაში

ხიდაშელის თქმით, ივანიშვილმა 10 მილიონი ლარი უკვე გადარიცხა

ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაკისრებული ჯარიმიდან 10 მილიონი ლარი სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე უკვე გადარიცხა - ეს ინფორმაცია კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა გუშინ, 20 ივლისს, ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გააჟღერა. მისი თქმით, შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია.

გუშინვე ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, მისთვის უცნობია, ივანიშვილის სურვილი დაზარალებულების დახმარებაა თუ პოლიტიკური სპეკულაცია. მისი თქმით, ყველას, მათ შორის მილიარდელ ადამიანებს, შეიძლება გაუჩნდეთ ქველმოქმედების სურვილი: "არსებობს სამთავრობო შტაბი, რომელიც სტიქიასთან დაკავშირებით არის შექმნილი და ივანიშვილს შეუძლია მათ დაელაპარაკოს ... ჯარიმები ჯარიმებია, კანონის დარღვევით რაც ეკისრება ადამიანს და ქველმოქმედება კი ქველმოქმედებაა" - აღნიშნა დეპუტატმა.

 შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას სურს, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 10 მილიონი ლარი ჩარიცხოს ანგარიშზე, რომელიც სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული ჯარიმისთვისაა განკუთვნილი.

 

კომენტარები