ცვლილებები მთავრობაში

ათასწლეულის გამოწვევის ფონდს კვლავ ნიკა გილაური უხელმძღვანელებს

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს (MCA-Georgia) კვლავ ყოფილი პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური უხელმძღვანელებს.

ცვლილებები "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia) დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ" მთავრობის დადგენილებაში შევიდა. ცვლილებები 10 ივლისს ამოქმედდება.

დადგენილებას ხელი ნიკა გილაურმა, თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, როგორც პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა მოაწერა და ის საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

აქამდე განსაზღვრული იყო, რომ სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობას უძღვება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ცვლილებების მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობას წარუძღვება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც წარმოადგენს სს "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი.

 

კომენტარები