ცვლილებები მთავრობაში

პარლამენტი მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავს

საქართველოს პარლამენტი მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავს. დღეს პარლამენტში ახალი ინიციატივა შევიდა, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრს დამატებითი ფუნქციები ენიჭება.

კანონპროექტის მიხედვით მთავრობის კანცელარიას, კანცელარიის უფროსის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი კი კანონის ნაცვლად, მთავრობის რეგლამენტით განისაზღვრება. ასევე განისაზღვრება იმ უფლებამოსილებთა სახეები, რომელთა დელეგირების უფლებით გადაცემის საშუალებაც პრემიერ-მინისტრს მიეცემა. 

კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში დღესვე დაიწყება. ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე კი დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით დამტკიცდება. 

კომენტარები