ცვლილებები მთავრობაში

ვანო მერაბიშვილი: შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ბაჩო ახალია საუკეთესო კანდიდატურაა

საქართველოს ახლადწარდგენილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ბაჩო ახალია შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე საუკეთესო კანდიდატურაა. მისი თქმით, პრეზიდენტს აღნიშნულ პოსტზე ბაჩო ახალაიას კანდიდატურა თავად შესთავაზა,

"ბუნებრივია, გულგრილი ვერ ვიქნები შსს-ს ბედზე და მიმაჩნია, რომ ბაჩო ახალაია შეძლებს, შეინარჩუნოს და გააგრძელოს ის გზა, რეფორმები, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს სამინისტროს ჰქონდა აღებული. მე მაქვს გარანტია, ვარ დარწმუნებული, რომ ბაჩო არის საუკეთესო კანდიდატურა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გავაგრძელებთ რეფორმებს ყველა სამინისტროსა და ყველა უწყებაში", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა, რომლის მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია, თავდაცვის მინისტრი - დიმიტრი შაშკინი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი - დალი ხომერიკი, განათლების მინისტრი - ხატია დეკანოიძე, დასაქმების სახელმწიფო მინისტრი კი პაატა ტრაპაიძე იქნება.

 

კომენტარები