ცვლილებები მთავრობაში

მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე ცნობილია

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მისი განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია ბაჩო ახალაია; თავდაცვის მინისტრის პოსტზე - დიმიტრი შაშკინი; განათლების მინისტრის პოსტზე - ხატია დეკანოიძე, ხოლო კობა სუბელიანს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობაზე დალი ხომერიკი შეცვლის.

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს წარედგინა მთავრობის ახალი პროგრამაც, რომელიც სამ ძირითად პრიორიტეტს მოიცავს - დასაქმება, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვის სფერო.

 

კომენტარები