ცვლილებები მთავრობაში

პაატა ტრაპაიძე ყველა პარტიასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს

დასაქმების მინისტრის პოსტზე ახლადწარდგენილი პაატა ტრაპაიძე, საქართველოში მოქმედ ყველა პარტიასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს.

,,მე ღია ვარ ყველასთვის. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიური მრწამსისა და პოლიტიკური შეხედულებისა, მიიღოს ის, რასაც თვითონ თვლის საჭიროდ. თითოეულმა ჩვენთაგანმა საზოგადეობაში თავისი ადგილი უნდა ნახოს.’’-განაცხადა პაატა ტრაპაიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.

პაატა ტრაპაიძის თქმით, მისი უწყება განსაკუთრებით აქტიურად ითანამშრომლებს სოფლის მეურნეობის, განათლების და ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებთან.

დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პოსტზე, პაატა ტრაპაიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა  ვანო მერაბიშვილმა დღეს წარადგინა. 

კომენტარები