ცვლილებები მთავრობაში

მერაბიშვილი მთავრობის ახალ პროგრამას ორშაბათს წარადგენს

პრემიერ მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ორშაბათს ახალ პროგრამას წარადგენს. მისი თქმით, პროგრამის სამი პრიორიტეტი იქნება: დასაქმება, სოფლის მეურნეობის განვითარება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა.

სააკაშვილმა დღეს პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დანიშნა. სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა გილაურს გაწეული სამუშაოსთვის და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობა შესთავაზა. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობის ახალი პროგრამის მიხედვით დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეიქმნება.

კომენტარები