ვატიკანი

რომში ჰეიდარ ალიევის ფონდი ქრისტიანულ კატაკომბებს აღადგენს

რომში, ჰეიდარ ალიევის ფონდმა და წმინდა საყდარმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს - „შეთანხმება რომის კატაკომბების რესტავრაციის შესახებ“.

დოკუმენტს ხელი აზერბაიჯანის პირველმა ლედიმ, ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევამ და პონტიფიკოსის წმინდა არქეოლოგიის კომისიის წარმომადგენელმა, კარდინალმა ჯანფრანკო რავაზიმ მოაწერეს. შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანი ვატიკანს კატაკომბების რესტავრაციაში ფინანსურად დაეხმარება. 

რავაზის თქმით, თავად ფაქტი, რომ მუსლიმური სახელმწიფო მზად არის ხელი შეუწყოს ქრისტიანული კატაკომბების რესტავრაციას, რელიგიებსა და კულტურებს შორის დიალოგის ნათელი მაგალითია. შეხვედრას იტალიურ პრესაში დიდი რეზონანსი მოყვა.

მეჰრიბან ალიევამ განაცხადა, რომ ოცწლიანი დიპლომატიური ისტორია ვატიკანსა და აზერბაიჯანს შორის დღითიდღე ფართოვდება. მისი თქმით, აზერბაიჯანი ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებით არის დაინტერესებული.

 

კომენტარები