ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქომ მორიგი განცხადება გაავრცელა

ბაგრატის ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ დღეს მორიგი განცხადება გაავრცელა.

,,საპატრიარქოს საბჭოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პოზიცია იმის შესახებ, რომ აუცილებლად მიიჩნევენ ტაძრის დასავლეთ მკლავში მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას, რაც კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაშიც არის აღნიშნული და რაც არ გულისხმობს სამუშაოების შეწყვეტას ეკლესიის დანარჩენ ნაწილში. ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ითხოვეს დრო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად შეჯერებული პოზიციის წარმოდგენისათვის. შემდგომი შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია საზოგადოებას ახლო მომავალში მიეწოდება.’’-ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

განცხადების გავრცელებამდე, დღეს საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კულტულური მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წევრები და საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. 

კომენტარები