ბაგრატის ტაძარი

ძლიერი წვიმის შედეგად ბაგრატის ტაძარში წყალი ჩავიდა

ძლიერი წვიმის შედეგად ბაგრატის ტაძარში წყალი ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

როგორც ინტერესნიუსს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის პრესმდივანმა თამარ კვანტალიანმა განუმარტა, ვითარებაში გასარკვევად ბაგრატის ტაძრის ერთ-ერთ მღვდელმსახურს დაუკავშირდა, რომელის თქმითაც, წყალი ტაძარში არა სახურავიდან არამედ სარკმლიდან ჩავიდა. 

კვანტალიანის თქმით, არსებობს ტექნიკური პრობლემა და მის გამოსასწორებლად მუშაობა უკვე  დაწყებულია.

კომენტარები