ბაგრატისტაძარი

პრეზიდენტმა ბაგრატის ტაძრის რესტავრაციაზე მომუშავე არქიტექტორები დააჯილდოვა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძრის რესტავრაციაზე მომუშავე არქიტექტორებს ბრწყინვალების ორდენები გადასცა.

მიხეილ სააკაშვილმა გაწეული საქმიანობისთვის ასევე მადლობა გადაუხადა კულტურის ყოფილ მინისტრს ნიკა რურუასა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკოლოზ ვაჩეიშვილს.

"ბაგრატის ტაძრის აღდგენა თავისთავად მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს პოლიტიკის სრულიად უაზროდ გარევა იმაში, რაც საერთო ეროვნული, კულტურული საკითხია. მაგალითად, სიმბოლოებად უნდათ კლიშეების დამკვიდრება. ვიღაცამ მოკრა ყური, რომ ბაგრატში იქნება ლიფტი და დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ლიფტი არ არის, იძახიან, ლიფტია ახალ ტაძარში. ამ პრიმიტიულმა კრიტიკამ ბევრი რამ გააფუჭა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ქუთაისის მეორე დედაქალაქად ქცევის პროგრამის განხორციელებას რამდენიმე ეტაპი ჰქონდა. ''ეს იყო ქუთაისის კულტურული ცენტრის განვითარება და აღორძინება, ეს იყო ქუთაისის ცენტრის ხელახლა აშენება. დაიწყო ქუთაისის გარშემო ინფრასტრუქტურის განვითარება".

პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს უკან დაბრუნების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი არის მშენებლობის შეჩერება და უკვე აშენებულის დანგრევა.

კომენტარები