ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღმართეს

ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღმართეს.  ჯვრის აღმართვის ცერემონიას რესტავრატორებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილიც ესწრებოდნენ.
300 კილოგრამის, 2 მეტრისა და 14 სმ-ის ბრინჯაოს ჯვარი არქიტექტორ-რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის ნახაზით დამუშავდა და შეიქმნა. ჯვარი ქუთაისის ყველა წერტილიდან იქნება შესამჩნევი.
ჯვრის აღმართვასთან დაკავშირებით ქუთაისში 17 აგვისტო ერთჯერადად უქმე დღედ გამოცხადდა.

კომენტარები